მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის კონსულტაციები, რჩევები და ჩართულობის ხარისხი ისეთი ვერ იქნებოდა, როგორც ის ამას მოახერხებს საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში
ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე ადამიანს, პარტიის ლიდერებს რჩევებს აძლევდა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მისი რჩევები ფასდაუდებელია, მაგრამ როდესაც ადამიანი უშუალოდ არის ჩართული და ამას პერმანენტული ხასიათი აქვს და არა პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანი აკეთებს ამას, ეს ჩართულობის აბსოლუტურად სხვა ხარისხია. ეს არის მთავარი განსხვავება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის კონსულტაციები, რჩევები და ჩართულობის ხარისხი ისეთი ვერ იქნებოდა, როგორც ის ამას მოახერხებს საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში.
„ძალიან ბუნებრივი ამბავია, რადგან სად ახლა პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანის მიერ რჩევების მიცემა ორი-სამი ადამიანისთვის და სად მისი უშუალო ჩართულობით კონსულტაციების გამართვა, აბსოლუტურად განსხვავებული ხარისხის იქნება და მან, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორად მიიჩნია საჭიროდ, რომ ამ ფონზე და ამაზეც ილაპარაკა მან, წეღანაც ვთქვი და გავიმეორებ, რომ საუბარია აბსოლუტურად მოშლილ ოპოზიციაზე, მავნებლობა ფუნქცია არ არის და სხვა ფუნქცია ოპოზიციას ამ ქვეყანაში არ აქვს. ამ ფონზე ჩნდება სხვადასხვა გამოწვევები და იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, როდესაც ეს გამოწვევები ერთმანეთს ემატება, ბუნებრივია, პერმანენტული ჩართულობა, პერმანენტული კონსულტაციები ამ ყველაფრის განსხვავებულ ხარისხს ქმნის და ამის გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.