მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ნიშნავს, რომ წყალტუბო ძალიან მალე გახდება ტურიზმის ცენტრი
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ნიშნავს, რომ წყალტუბო ძალიან მალე გახდება ტურიზმის ცენტრი

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში წყალტუბო გახდება ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, წყალტუბო რეგიონში მიზიდულობის ცენტრი იქნება.

„როდესაც ასეთ პროექტებზეა საუბარი, როდესაც ასეთ ინიციატივაზეა საუბარი, ყველას, მათ შორის, ოპოზიციასაც უნდა ეყოს ძალა, რომ აღიაროს უდავო წარმატება, უდავო პროგრესი და იმ თემის უდავოობა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყალტუბო იქნება ერთ-ერთი ძალიან განვითარებული ჰაბი რეგიონში. წყალტუბოს განვითარების პროექტი ჩვენს ქვეყანას მოუტანს ბევრ სამუშაო ადგილს, ეკონომიკის განვითარებას,  გაცილებით მეტ ტურისტს ვიდრე ახლა გვყავს საქართველოში. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია აკრიტიკებს მსგავს ინიციატივებს. ვხედავთ, აღიზიანებთ ხოლმე მათ ასეთი ინიციატივები და ათასგვარ მდარე და უხარისხო არგუმენტებს იგონებენ, ასეთი ძალიან კარგი და პოზიტიური თემების გადასაფარად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.