მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიცნეს, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის, ახლა ასეთ კაცს რომ აშინებ, ორი მილიარდი გაგიჩერეო და ვერ ხვდები
მოგებული პროცესების მიუხედავად, დე ფაქტო სანქცია დაუწესეს ბიძინა ივანიშვილს და სანქციები ემუქრებაო, ყოველდღე გვაშინებენ. ეს კაცი ვერ გაიცნეს, რომ ფულით კი არა, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის 2011-12 წლებში და ახლა ასეთ კაცს რომ აშინებ, ორი მილიარდი გაგიჩერეო და ვერ ხვდები, ეს ერთი მხარეა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება საქმე, საქართველოს ხელისუფლება, მეგობრულთან ერთად, მომთხოვნიც არის, ოპონენტები კი ცდილობენ, რომ ეს რუსულ ნარატივად წარმოაჩინონ.
„დე ფაქტო სანქციები დაადეს [ბიძინა ივანიშვილს] და ახლა ვინღა უნდა დაასანქცირონ ან რითი უნდა დაასანქცირონ ისეთით, რომ გული გაუხეთქონ ვინმეს. მაგრამ როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება, ჩვენ მომთხოვნებიც ვართ მათ მიმართ, მეგობრულებიც და ამას მერე ვიღაც დაიჩემებს და რუსულად გასაღებას შეეცდება. ამერიკული კანონი გაუსაღეს საზოგადოების ნაწილს რუსულად და შეიძლება, ესეც კი შეძლონ. მაგრამ ჩვენ ყველა შემთხვევაში საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ და მართლები უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების წინაშე და ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა შეხვდეს მზად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.