მამუკა მდინარაძე - ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ, განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება
ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ, განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არ შეიძლება ასეთი მეთოდები.
„ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ, განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება ეს მძიმე პროვოკაცია და არ შეიძლება ასეთი მეთოდებით, თქვენ რასაც გეგმავთ, ასეთი სიბინძურის გაკეთება არც მოფიქრება და არც დაგეგმვა არ შეიძლება და დანარჩენი ვნახოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს განიხილავენ.