მამუკა მდინარაძე - აშშ-ის საელჩოს განცხადება რომ არა, შეიძლება, სხვა ამბები მოჰყოლოდა ამ დეზინფორმაციას, რაც ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის
მამუკა მდინარაძე - აშშ-ის საელჩოს განცხადება რომ არა, შეიძლება, სხვა ამბები მოჰყოლოდა ამ დეზინფორმაციას, რაც ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის

გარდა მავნებლობისა და დაზიანების მცდელობისა, ეს არის პროვოკაციული ტყუილი, რომელიც უსაფრთხოების თემებს, უსაფრთხოების არქიტექტურას, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შეეხება, ეს უბრალოდ ნათქვამი, ასე გასატარებელი მოგონილი ამბავი არ არის, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა შესთავაზა, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არა აშშ-ის საელჩოს განცხადება, ამ დეზინფორმაციას შესაძლოა, სხვა ამბები მოჰყოლოდა, რაც ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის.

„მთავარი არხი“ ამ დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, რომელიც საბედნიეროდ მხოლოდ ერთდღიანი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ცოტა გრძელვადიანი დეზინფორმაციული კამპანიებიც გვახსოვს, საღამოს რას საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საელჩომ პირველივე საათებში უარყო ეს ინფორმაცია. ამის შედეგ ისინი ამბობენ, რომ ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის ისტორიას ორი მთავარი მხარე უარყოფს, არც საელჩო და არც თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებენ ამ ფაქტს. შემდეგ ჟურნალისტი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ მიწერა, ანუ საელჩომ ოფიციალური პასუხი და თქვეს, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოში ამერიკული ბაზის მოწყობა შესთავაზა ქართულ მხარეს. ამერიკის მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ოცნებიდან არცერთს უარუყვია ეს ინფორმაცია. ანუ, დილით ხომ ერთი ტყუილით დაიწყეს, ტყუილით, რომელიც ასე უბრალო ტყუილი კი არ იყო და დამაზიანებელი, ისეთი როგორიც იყო მაგალითად ამ დღეებში – ღარიბაშვილი სახელმწიფო ხარჯებით კერძო ვიზიტით გაფრინდა ჩარტერით, ეს ხომ ტყუილი იყო, ხომ გამომჟღავნდა სამ დღეში, რომ სახელმწიფო ხარჯები არაფერ შუაში იყო. ღარიბაშვილის შემთხვევაში, ეს არის ტყუილი, რომელიც მცდელობაა ღარიბაშვილის, ხელისუფლების დაზიანების და ეს გასაგებია, ასეთ მავნებლობებს შეჩვეულები ვართ, მაგრამ ეს არის გარდა ამ მავნებლობისა და დაზიანების მცდელობისა, პროვოკაციული ტყუილი, რომელიც უსაფრთხოების თემებს შეეხება, უსაფრთხოების არქიტექტურას შეეხება, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შეეხება. ეს უბრალოდ ნათქვამი, ასე გასატარებელი მოგონილი ამბავი კი არ არის, ეს არის პროვოკაციული და შედეგი შეიძლება, მიიღო ისეთი დამაზიანებელი, რომელზეც საუბარიც შეიძლება პირდაპირ ეთერში გაჭირდეს, აი ასეთი ტყუილი, რომელსაც არ ერიდებიან.

„მთავარი არხი“ ეს ხომ არ არის ცალკე საინფორმაციო სააგენტო ან ტელევიზია, ან მედიასაშუალება, რომელიც თავისი ნებით რაღაცეებს ლაპარაკობს, იგონებს ან არ იგონებს, ეს ხომ იმ სტრუქტურაში ზის, რასაც ქვია „ნაცმოძრაობა“, მისი კლასტერი, გნებავთ ომის და ღალატის პარტია, როგორც გინდათ ისე მოვიხსენიოთ ანუ უფრო დიდ პროვოკაციაზე წავიდნენ, ვიდრე ოდესმე.  ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ამ ტყუილის გავრცელება იყო, რასაც, რომ არა აშშ-ის საელჩოს განცხადება, შეიძლება გაგრძელების დროს სხვადასხვა ამბები მოჰყოლოდა, რაც ძალიან არასასიამოვნო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ აღმოჩნდა და ეს ასეც იყო, რომ ეს იყო ტყუილი.

რატომ წავიკითხე რაც „მთავარმა არხმა“ და მისმა ჟურნალისტმა დღეს თქვა – გამოვედი თუ არა ვთქვით, რომ ჩემი ინფორმაციით ეს არის ტყუილი, თქვენი წყარო ტყუის, ეს მე ვუთხარი მათ. არც კალაძემ დაადასტურა, არც კობახიძემ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, თითქოს ჩვენ არ უარვყოფდით, ანუ ტყუილს გამოაშკარავების შემდეგ კიდევ ტყუილი დაამატეს.

მე ერთი რაღაც მინდა ვუთხრა, შეიძლება „იმედს“ დიდად არ უყურებენ მათი მომხრეები და ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ე.წ. ხუთიანის ფაქტორი ისევ მათზე მუშაობს, უდიდეს შეურაცხყოფას გაყენებენ თქვენ ის ადამიანები და ის პოლიტიკური ჯგუფი თუ პარტია, რომელიც საქართველოსთვის დამაზიანებელი მესიჯების გარდა თავის მომხრეს დიდ შეურაცხყოფას აყენებს ასეთ რამეს რომ კადრებს. იცის, რომ დღეს თუ არა, ხვალ, ეს დეზინფორმაცია გასკდება, ეს სიცრუე გამოაშკარავდება, მაგრამ ერთდღიანი ეფექტისთვისაც კი, იქნება ამ პროვოკაციამ რაიმე თავისი შედეგი მოიტანოს, მაინც კადრებენ საკუთარ მომხრეებს, მაყურებლებს და ამომრჩევლებს ამ სიბინძურეს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.