მამუკა მდინარაძე - არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის საქმე გაიხსნა რამდენიმე საათში, ისევე როგორც სხვა უამრავი საქმე
მამუკა მდინარაძე - არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის საქმე გაიხსნა რამდენიმე საათში, ისევე როგორც სხვა უამრავი საქმე

საქმე გაიხსნა რამდენიმე საათში, ისევე როგორც სხვა უამრავი საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის კომენტირებისას განაცხადა.

„არგუმენტი, რომ თუ თალაკვაძის ბინა გაქურდეს, ჩვენ რაღა გვეშველება, შეიძლება, ნაწილობრივ გასაზიარებელი იყოს, მაგრამ საქმე გაიხსნა რამდენიმე საათში, ისევე როგორც სხვა უამრავი საქმე.

როგორც ვიცი, საერთოდ არ იყო ცნობილი, ვისი ბინა იყო ეს. აქედან გამომდინარე, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, სავარაუდოდ, მისთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა, თალაკვაძის ბინა იქნებოდა თუ პავლიაშვილის”, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატმა ქვეყენაში კრიმინოგენულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტატისტიკურად მძიმე კატეგორიის დანაშაულებები შემცირებულია.

„არის რაღაცა კატეგორიის დანაშაულის ზრდა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები არის შემცირებული. განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულზე გახსნის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. არის რაღაცა ნეგატივი ამ მიმართულებით, მაგრამ არის რაღაც პოზიტივი და ცალმხრივად არ უნდა გავახმაუროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.