მამუკა მდინარაძე - არავითარი „სტრატეგია“ და „ლელო“ არ არსებობენ, არსებობს „ნაცმოძრაობა“, სადაც შედის ხუთი პარტია, ეს ადამიანები ევრორეკომენდაციების საბოტაჟს ეწევიან
მამუკა მდინარაძე - არავითარი „სტრატეგია“ და „ლელო“ არ არსებობენ, არსებობს „ნაცმოძრაობა“, სადაც შედის ხუთი პარტია, ეს ადამიანები ევრორეკომენდაციების საბოტაჟს ეწევიან

არავითარი „სტრატეგია“ და „ლელო“ არ არსებობენ, არსებობს „ნაცმოძრაობა“, სადაც შედის ხუთი პარტია. ეს ადამიანები მოქმედებენ ევრორეკომენდაციების საწინააღმდეგოდ და საბოტაჟს უკეთებენ მას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, მათ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე-მესამე მოსმენებით მხარი აღარ დაუჭირეს, რადგან რეკომენდაციების შესრულება არ სურთ.

„არავითარი „სტრატეგია“ და „ლელო“ არ არსებობენ, არსებობს „ნაცმოძრაობა“, სადაც შედის ხუთი პარტია, მათ შორის „დროა“, ჯაფარიძის გირჩი. ეს ადამიანები მოქმედებენ ევრორეკომენდაციების საწინააღმდეგოდ და საბოტაჟს უკეთებენ. მეორე საკითხია, ახლა ამას როგორ შეფუთავენ. მგონია, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს არ მიიღებს ისე, როგორც ისინი ატყუებენ. რეალურად, ადგილი აქვს საბოტაჟს. მეორე-მესამე მოსმენების დროს მხარი არ დაუჭირეს, რადგან რეკომენდაციების შესრულება არ უნდათ. მხარი არ დაუჭირეს მე-12 პუნქტის შესრულებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.