მამუკა მდინარაძე - არავის იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ
არავის, არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და საკუთარ ფეისბუქგვერდზე აზიარებს „ქართული ოცნების“ მიერ ატვირთულ ვიდეოს – #ნაცობასირცხვილია.
მდინარაძის თქმით, ძალიან ყალბია მათი „სიბრაზე“ და ის „ანტირუსული კამპანია“, რომელსაც ისინი განახლებული ენერგიით აწარმოებენ.
„არავის, არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს, იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ! ამიტომ ძალიან ყალბია მათი „სიბრაზე“ და ის „ანტირუსული კამპანია“, რომელსაც ისინი განახლებული ენერგიით აწარმოებენ!
ჯერ ამაზე უპასუხონ ქართულ საზოგადოებას, რატომ დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ!
საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამაში რუსული საქმის მკეთებელი ფსევდომედასავლეთეები ხელს ვერ შეგვიშლიან!“, – წერს მამუკა მდინარაძე.