მამუკა მდინარაძე - არ ველოდები, რომ „ქართულ ოცნებას" ვინმესთან ერთად კოალიციის შექმნა დასჭირდება
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას” ვინმესთან ერთად კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, არჩევნებზე „ქართული ოცნების” მხარდაჭერა იმდენად მყარი იქნება, რომ კოალიციაზე საუბარი საჭირო არ გახდება.
„სხვადასხვა აზრის გამოხატვა არ გვერიდება, საერთო „მესიჯბოქსს” გვაბრალებენ, მაგრამ ერთ ხაზში არ ვსხედვართ, კოალიციურ მთავრობაზე თამარ ჩუგოშვილსა და მდინარაძეს შეიძლება სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ. არ ველოდები, რომ „ქართულ ოცნებას” ვინმესთან ერთად კოალიციის შექმნა დასჭირდება. ასეც რომ იყოს, ვისთან ვითანამშრომლებთ, წინასწარ ამ ძალებს ვერ დავასახელებ. რუსულ ძალებთან და “ნაციონალური მოძრაობის” ვერც ერთ ძალასთან ვერ ვითანამშრომლებთ, ამას ახლა გეტყვით”, – განაცხადა მდინარაძემ.