მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, ვაშაძის საქციელი შევაფასო, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს, ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ, „ბოლშევიკური ტროიკა“ ფსკერს ქვემოთ არის
მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, ვაშაძის საქციელი შევაფასო, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს, ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ, „ბოლშევიკური ტროიკა“ ფსკერს ქვემოთ არის

არ შეიძლება, ვაშაძის საქციელი შევაფასო, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს – ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ, ეს „ბოლშევიკური ტროიკა“ ფსკერს ქვემოთ არის, რასაც ისინი ლაპარაკობენ, რა ნარატივსაც ალაგებენ, ფსკერს ქვემოთ არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, იმ ადამიანების შეფასება, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალიზმში ეჯიბრება, რთულია.

„როგორც კი ჩემი მხრიდან სერიოზული შეფასება იქნება, ისინი შეიძლება, ფსკერზე ამოტივტივდნენ, მაგრამ ფსკერს მაინც ვერ ასცდებიან. თავიანთი ნარატივით არიან: ერთი – რუსი მდგმურებით, მეორე – რუსული რუბლებით და მესამე შარვალჩახდილია. ეს არის მათი სიმბოლიზმი, მაგრამ ამის მიღმა მათი ქმედებაც ამ სიმბოლიზმში რელევანტურად ჯდება. ომისა და ღალატის პარტიას, „ნაცმოძრაობას“ რომ რადიკალიზმში შეეჯიბრებით, შემდეგ მათი შეფასება რთულია“, – განაცხადა მდინარაძემ.