მამუკა მდინარაძე - არ შეიძლება, ანტირუსულ თემებზე „ნაციონალების“ ოფისიდან ის ხალხი გელაპარაკოს, რომელთა შორის ყოველი მეორე გამომსვლელი პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან
არ შეიძლება, ანტირუსულ თემებზე „ნაციონალების“ ოფისიდან ის ხალხი გელაპარაკოს, რომელთა შორის ყოველი მეორე გამომსვლელი პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან დაკავშირებით განაცხადა.
„არ შეიძლება, „ნაცმოძრაობამ” ეროვნული მოძრაობა დაანონსოს, ეს არის შეუთავსებელი ცნება. „ნაცმოძრაობა” როგორც იდენტობა მკვლელობის, რეალური რუსული საქმის კეთების და ეროვნული მოძრაობა – ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მოქმედების ამსახველი ფრაზა იყოს თავსებადი. არ შეიძლება, ანტირუსულ თემებზე „ნაციონალების“ ოფისიდან ის ხალხი გელაპარაკოს, რომელთა შორის ყოველი მეორე გამომსვლელი პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან და ნაციონალები ბრალს დებდნენ სისხლის სამართლის სახით. ეს ადამიანები დალინკული არიან რუსეთთან და ოკუპაციის შემდეგ ზოგიერთი მათგანი პუტინის გვერდითაც კი გვახსოვს“, – განაცხადა მდინარაძემ.