მამუკა მდინარაძე - აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ბოროტებას, წარსულს
მამუკა მდინარაძე - აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ბოროტებას, წარსულს

27 ოქტომბრისთვის გასამართი აქციის მთავარი სლოგანი იქნება, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე. 2 ოქტომბრის არჩევნებს სჭირდება გამარჯვებით დასრულება, რომელიც სულ რამდენიმე დღეში მოხდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქცია კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე და ევროპული მომავალი.

როგორც მდინარაძე ამბობს, დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ოცივე მუნიციპალიტეტში „ქართული ცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხის თანადგომით, ოცივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ. არანაირი კონტრაქცია არ არის. ესაა აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე, მომავალი, მათ შორის ევროპული მომავალი და ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ბოროტება, რევანში, წარსული, ტყუილი. შეუძლებელია, ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ბოროტებას, წარსულს და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება.