მამუკა მდინარაძე - ახალი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოების სურვილია, ხელისუფლება დაემხოს და ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების ხარჯზე მოხდეს
ახალი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოების სურვილია, ხელისუფლება დაემხოს, ყველა სახლში წავიდეს, ქვეყანა აირიოს და ეს ყველაფერი საქართველოსა და ქართული საზოგადოების ხარჯზე მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, საპროტესტო აქცია ორგანიზებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
„ქუჩაში მოქალაქეების რაოდენობას არ ვითვლით. როცა ერთი ადამიანიც კი, რაღაცას გულწრფელად აპროტესტებს, მას ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს, მაგრამ მათი საყოველთაო მობილიზაციის ფონზე ვხედავთ, რომ აქციაზე ადამიანები მოდიან, რაც ორგანიზებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ორი შტოს მიერ. მათ დღის წესრიგს ვერაფერი შეცვლის გარდა იმისა, რომ ამას დავუპირისპიროთ საქართველოს განვითარება და სიმართლე, რადგან მათი მხრიდან ყველაფერი ტყუილზეა აგებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.