მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ მაჟორიტარების ჯგუფს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივა აქვს, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს
მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ მაჟორიტარების ჯგუფს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივა აქვს, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ  მაჟორიტარების ჯგუფს საარჩევნო სისტემაზე ახალი ინიციატივა აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ამ საკითხზე საუბარი არ სურს.

მდინარაძის თქმით, სასურველია, აღნიშნულ საკითხზე დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბროს.

კითხვაზე, ნამდვილად არსებობს დაპირისპირება ამ ინციატივაზე, მდინარაძემ უპასუხა, რომ ცოტა გაზვიადებულია, თუმცა არსებობს.

„სამწუხაროდ, ცოტა გაზვიადებული ინფორმაცია გამოვიდა გარეთ, რომ რაღაც დაპირისპირება იყო. კამათი, რა თქმა უნდა, იყო, არის და იქნება საქართველოს პარლამენტში. პარლამენტი არის ის ორგანო, სადაც ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, საკითხები გადავწყვიტოთ და ვიკამათოთ. კამათში შეიძლება, რაღაცა კონსესუსამდე მივიდეთ ხოლმე, ამას არ უარვყოფ. რა თქმა უნდა, იყო გარკვეულ საკითხებზე კამათი, მათ შორის წმინდა სამართლებრივ დეტალებზეც კი. მე არ მაქვს სურვილი, პირველმა გავახმოვანო იმ ინივიატივის შესახებ, რომელიც აქვს ჩვენს რამდენიმე პატივსაცემ კოლეგას. მათი განსხვავებული აზრი საარჩევნო სისტემაზე, სხვადასხვა მსგავს საკითხებზე პირველი და დაფარული არ არის, პირველად არ გაგვიგია ამის შესახებ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები. პირველი,  ვფიქრობ, ამ ინიციატივის შესახებ უნდა გაახმოვანოს დიმიტრი ხუნდაძემ, თუ მას ამ საკითხის განვრცობის სურვილი ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.