მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, რატი იონათამიშვილის კანდიდატურას განიხილავენ
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, რატი იონათამიშვილის კანდიდატურას განიხილავენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, რატი იონათამიშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამ საკითხზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

„სარჯველაძის შემცვლელს რაც შეეხება, ამ თემაზე საუბარი მქონდა რატი იონათამიშვილთან. რატი იონათამიშვილი პარლამენტში ერთ-ერთია, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებების კუთხით. ჩემი აზრით, რატი იონათამიშვილი საუკეთესო კანდიდატურაა, თუმცა ძალიან მენანება ეს ადამიანი, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, იქ გადასასვლელად. ჩვენ ამაზე გვაქვს კონსულტაციები და, სავარაუდოდ, უმრავლესობის სხდომაზე გუნდს მას წარვუდგენთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მანამდე კი მიხეილ სარჯველაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.