მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით დეკანოიძე-გოცირიძის კანონპროექტს მხარს დაუჭერს
საპარლამენო უმრავლესობა მხარს დაუჭერს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს.
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღების შემთხვევაში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
მანამდე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას.