მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დაბალი რეიტინგის ამაღლებას მმართველი გუნდის ნეგატიური პიარით ცდილობს
ტყუილით რეიტინგის აწევა არ ხდება. თუ სადმე რაიმე ცოტა კონკრეტული მაინც არის და რომელიმე მხარდამჭერმა რაიმე ისეთი გააკეთა, რაც გადაცდომაა, ამას ჩვენ მივხედავთ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, ერევა თუ არა არჩევნებში სუს-ი და ახორციელებს თუ არა ზეწოლას ოპოზიციაზე.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ მხარდამჭერებსა და პოლიტიკურ აქტივისტებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა პროვოკაციას არ წამოეგონ და შემდეგ ეს სალაპარაკო არ გახდეს.
„ოპოზიციას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და ჩვენი ნეგატიური პიარით სურს, რეიტინგი აიმაღლოს. ტყუილით რეიტინგის აწევა არ ხდება. ამ შემთხვევაში, სუს-ზე არ ვსაუბრობ, მაგრამ თუ სადმე რაიმე ცოტა კონკრეტული მაინც არის და რომელიმე მხარდამჭერმა რაიმე ისეთი გააკეთა, რაც გადაცდომაა, ამას ჩვენ მივხედავთ. ოღონდ, რაიმე მართალი თქვან და კონკრეტული. პარტიაში ყველა თათბირი იმით იწყება, რომ პროვოკაციის სივრცეც კი არ დავტოვოთ, რამე არ გააფუჭოთ კი არა, ამ ხალხს ის ვალაპარაკით, რასაც დღეს იტყუებიან-მეთქი.
მიყვებით, ვიღაცამ რაღაც გააკეთა, რაც გამორიცხულია. სუს-ი კი არ ერევა, პირიქით, ერთი მხრივ, ყველა სახელმწიფო უწყება და მეორე მხრივ, ჩვენი პარტია დაინტერესებულია და თათბირებს იმით ვიწყებთ და ვასრულებთ, რომ არათუ, რაიმე გაფუჭონ, არამედ პროვოკაციებზეც კი არ წამოეგონ, რომლის ნიშნებიც ჩანს. საბედნიეროდ, ამის მასშტაბი დიდი არ არის და ამ პროვოკაციების გაძლებაც კი შეიძლება. ჩვენს მომხრეეებს, აქტივისტს და მხარდამჭერებს მოვუწოდებ, არანაირ პროვოკაციას არ წამოეგონ და შემდეგ სალაპარაკო არ მისცენ. კითხვები არ იყოს და სალაპარაკო არ იყოს, თითქოს, ვიღაცამ რაღაც დაუშავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.