მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება, რადგან საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება, რადგან საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება, რადგან საარჩევნო წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.

მდინარაძეს კითხვით მიმართეს, იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ზუგდიდის მაჟორიტარია, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ხომ არ ჩატარდება შუალედური არჩევნები ზუგდიდში.

„საარჩევნო წელს, როგორც წესი, არჩევნები არ ტარდება, ასეა კანონმდებლობით, შესაბამისად, სამწუხაროდ, ზუგდიდი მაჟორიტარის გარეშე იქნება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ უკვე მაჟორიტარები აღარ გვეყოლება, მაგრამ სიაში აუცილებლად გვეყოლებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ყველა რეგიონს – სამეგრელოს, ზუგდიდს და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ პარტიის ყრილობის შემდეგ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.