მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მდინარაძის თქმით, ევროპის უმრავლეს ქვეყანაში სწორედ 5-პროცენტიანი ბარიერი მოქმედებს.

„შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ჩვენი ევროპელი კოლეგები იყვნენ ჩართული, იმის გამო ანულირდა, რომ მისი არცერთი პუნქტის შესრულებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიას მონაწილეობა არ მიუღია. პირიქით, მის საპირისპიროდ იმოქმედეს. შარლ მიშელის შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი საერთოდ არ მოაწერა. ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერია, რასაც თავისი იურიდიული ახსაც აქვს – ბალანსი ყოველთვის მოსაძებნია ორ დიდ ინტერესს შორის. არის უსაფთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა რისკები, რასაც კონსტიტუციონალისტები თეორიასა და პრაქტიკაში განიხილავენ ხოლმე. მეორე მხრივ, პლურალიზმის და მრავალპარტიულობის ინტერესიც არის. ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტმა გადაწყვიტა, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი ორივე ინტერესს ყველაზე კარგად აბალანსებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.