მამუკა მდინარაძე - 26 ოქტომბერს გადამწყვეტ ბრძოლაში მხარი დაუჭირეთ მმართველ პარტიას, რომელიც იბრძვის მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, რაც მთავარია, ემსახურება თავის სამშობლოს და არა - ვინმე სხვას
ტრადიციული, ეროვნული ღირებულებებისთვის, ქართული, მეგრული, სვანური იდენტობის შენარჩუნებისთვის თუ ვინმეს მაგრად აქვს სისხლში გამჯდარი ბრძოლა, ეს ხალხი ხართ სწორედ თქვენ და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან, თუ იციან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი მოსახლეობას მოუწოდებს, გადამწყვეტ არჩევნებში მხარი დაუჭიროს სწორედ „ქართულ ოცნებას“, რომელიც საკუთარ სამშობლოს ემსახურება და არა – ვინმე სხვას.
„სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის აღსაქმელად. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი გულწრფელი მოწოდებაც მდგომარეობს იმაში, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებში, გადამწყვეტ, უთანასწორო არჩევნებსა და ბრძოლაში მხარი დაუჭიროთ მმართველ პარტიას, რომელიც მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის და, რაც მთავარია, ემსახურება თავის სამშობლოს და არა – ვინმე სხვას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.