მამუკა მდინარაძე - 13 დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერაზე მსჯელობა შეუძლებელია
მამუკა მდინარაძე - 13 დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერაზე მსჯელობა შეუძლებელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 13 დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერა შეუძლებელია.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში კანცელარია ხდება, პროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება და კანონპროექტის განხილვა ფორმალურია.

„ამ საკითხზე პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი და ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით. აქედან გამომდინარე შეუძლებელია, იმ პროექტის მხარდაჭერაზე ვიმსჯელოთ, რომელიც წარადგინეს. ეს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის საშუალებაა. სხვა მხრივ, ბესელიამ, როგორც იურისტმა, კარგად იცის, რომ ამ თემას პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები 13-მა დეპუტატმა მოამზადა, რომლის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელიაა.