მამუკა ხაზარაძის ადვოკატი - „თიბისი ბანკის“ საქმე, რომელიც საქართველოში ძიების საგანია, ევროსასამართლოს ყურადღებას იმსახურებს
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი - „თიბისი ბანკის“ საქმე, რომელიც საქართველოში ძიების საგანია, ევროსასამართლოს ყურადღებას იმსახურებს

„თიბისი ბანკის“ საქმე, რომელიც საქართველოში ძიების საგანია, ევროსასამართლოს ყურადღებას იმსახურებს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებული მამუკა ხაზარაძის ფრანგმა ადვოკატმა, ვინსენტ ბერგერმა განაცხადა, რომელიც ევროსასამართლოსთვის სარჩელის მომზადებას გეგმავს.

„უნდა შევამოწმოთ ეროვნული ბანკის პოზიციები, რამდენად შეესაბამება ევროკონვენციის მე-6 მუხლს. გამაკვირვა იმ გარემოებამ, რომ ძალიან გვიან მოხდა გახსენება მომხდარი ტრანზაქციის შესახებ და დამაკლდა სამართლიანი მიდგომები. ბანკმა დიდი ზარალი განიცადა ეროვნული ბანკის ქმედებების გამო. მათ დააკისრეს ჯარიმები. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, სტრასბურგის სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ეს საქმე იმსახურებს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყურადღებას“, – განაცხდა ვინსენტ ბერგერმა.

ხაზარაძის კიდევ ერთი ადვოკატის თქმით, ევროსასამართლოში სარჩელს, რომლის მომზადებასაც იწყებენ, დაერთვება ყველა ის განჩინება, რაც სასამართლომ მიიღო, მათ შორის ყადაღის შესახებ გადაწყვეტილებები.