მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტს მიმართა
მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტს მიმართა

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტს მიმართა.

მამუკა ხაზარაძის მიმართვა პარლამენტს დღეს წარედგინა. აღნიშნული განცხადება განსახილველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, რომელსაც განხილვისთვის ვადა არაუგვიანეს 15 დღე აქვს.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე მოხდება. სწორედ ამ ფორმატში უყრიან კენჭს დადგენილების პროექტს.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭიროა 51 დეპუტატის ხმა.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადება 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გააკეთა.