მამუკა ხაზარაძემ „ლელო-საქართველოსთვის“ ბათუმის რეგიონული ოფისი გახსნა
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ბათუმში პირველი ოფისი გახსნეს.
აჭარის ორგანიზაციას ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს.
მთავარ პრიორიტეტად „ლელოს“ ლიდერებმა აჭარაში საზღვაო სფეროს განვითარება დაასახელეს.
მათი განცხადებით, საქართველო საზღვაო ქვეყანა უნდა გახდეს და ქართველი მეზღვაურების დასაქმება საქართველოშივე უნდა მოხდეს.
„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები აჭარის ტურისტულ პოტენციალზეც ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა პარალელურად საუბრობენ სამორინეების უარყოფით მხარეებზე .
„ლელოს“ ლიდერების თქმით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ოფისები ეტაპობრივად გაიხსენება.
„ბათუმში გავხსენით „ლელო საქართველოსთვის“ ოფისი, რომელიც მზად არის, ქვეყნის განვითარებისთვის იბრძოლოს. მზად ვართ, ყველა უბანი, ქუჩა მოვიაროთ, თქვენი გასაჭირი გავიგოთ და მივიტანოთ იქ, სადაც საჭიროა. ქალაქი ურბანული კატასტროფის წინაშე დგას, ამას მალე დავასრულებთ. ჩვენ ვქმნით გუნდს და ამ ადამიანებით ვამაყობ. მათ გააჩნიათ ცოდნა, რომ არსებული რეალობა შეცვალონ“ ,-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ბათუმში „ლელოს საქართველოსთვის“ ოფისის გახსნას, დავით უსუფაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ესწრებოდნენ.