მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი მოილოცეს
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, გუნდის წევრებთან ერთად, წალენჯიხაში, ფერისცვალების ტაძრის ათასწლოვან იუბილეს დაესწრენ და ტაძარი მოილოცეს. მათ ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცეს.
ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ფერსიცვალება. ღმერთმა ქნას, რომ ყველას გვეცვალოს ფერი სიყვარულისკენ, სიკეთისკენ, მშვიდობისკენ, ერთიანობისკენ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და სრულიად საქართველო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარს წელს 1000 წელი შეუსრულდა. დღესვე ტაძრის ეზოში წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის ფოტოებით ილუსტრირებული წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დასწრნენ. მამუკა ხაზარაძეს, როგორც წალენჯიხის განვითარების ფონდის დამფუძნებელს, ტაძრის რეაბილიტაციის საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი“, – აღნიშნულია „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.