მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეფარდებული გირაოს თანხა გადაიხადეს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეფარდებული გირაოს თანხა გადაიხადეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ დაუდასტურა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა სრულად დაფარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000 -700 000 ლარი“, – განაცხადა კორძაძემ.
შეგახსენებთ, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 24 ივლისს წაუყენეს. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 700 000 ლარის გირაო 26 ივლისს შეუფარდა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა დაეფარათ.