მამუკა ხაზარაძე - ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა, ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა
პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება არის კატასტროფა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში აკრძალულია.
„ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, თქვენ დროს როგორ ხდებოდა, ხაზარაძემ აღნიშნა: „ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა და არც ახლა არ ხდება“.