მამუკა ხაზარაძე - ყველას მოვუწოდებ, ნუ აჰყვებით პროვოკაციას, რადგან „ქართული ოცნება“ შეეცდება, რამდენიმე ადამიანი შეიყვანოს პარლამენტში და „გაიპრავოს“ გაყალბებული არჩევნები
ყველას მოვუწოდებ, ნუ აჰყვებით პროვოკაციას, რადგან „ქართული ოცნება“ შეეცდება, რამდენიმე ადამიანი შეიყვანოს პარლამენტში და „გაიპრავოს“ გაყალბებული არჩევნები, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესიდან ყველა ისეთი საკითხის გარეთ გამოტანა, რომელიც პროცესს აზიანებს, მიუღებელია.
„ყოველგვარი მსგავსი შეფასებისგან თავს შევიკავებ. შეიძლება ჩვენთვისაც არ არის ბევრი რამ მისაღები, მაგრამ ეს უნდა გადაწყდეს ძალიან წყნარი საუბრის და დიალოგის პირობებში. ყველანაირი მსგავსი თემების გამოტანა, რომელიც აზიანებს პროცესს, ჩვენთვის მიუღებელია და ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ აჰყვებით ასეთ პროვოკაციას, რადგან საბოლოო ჯამში, „გაიმარჯვებს“ „ქართული ოცნება“, მარტო დაისაკუთრებს პარლამენტს და შეეცდება, რამდენიმე ადამიანი შეიყვანოს პარლამენტში, რათა „გაიპრავოს“ ის გაყალბებული არჩევნები, რომელიც საქართველოს არა წინვლას, არამედ უკუსვლას მოუტანს“, – განაცხადა ხაზარაძემ.