მამუკა ხაზარაძე - ვისურვებდი, დადგეს დრო, როდესაც ყველა ერთად ვიფიქრებთ ძლიერი სახელმწიფოს აშენებაზე
ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთის მხრივ, მეორე მხრივ სამწუხარო, რადგან ქვეყანა არ არის ერთიანი. ვისურვებდი, რომ დადგეს ის დრო, როცა ჩვენ, ყველას ერთად გვექნება ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძე იმ ადამიანებს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციის გვერდით დგას, მადლობას უხდის.
„ჩვენ, „ლელო“ ვდგავართ იქ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს მანკიერი პრაქტიკა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და გადავიდეთ ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში იდგა ქუჩაში, თუ ნებისმიერ საპროტესტო აქციაზე, რადგან ეს ყველაფერი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. თავისუფლების დაცვა, ხმის დაცვა და დემოკრატიული ქვეყნის აშენება არის ჩვენი უპირველესი ამოცანა და ჩვენ ამას გავაკეთებთ ყოველთვის, ეს იქნება მანდატით თუ უმანდატოთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.