მამუკა ხაზარაძე - უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი
უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თემის დღეს წამოწევა ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
„ვფიქრობ, როცა ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა არის საომარ მდგომარეობაში, დღეს ამ საკითხის ასე წამოწევა, ასეთი აჟიტირება დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ვფიქრობ, ის, რაც დღეს ხდება სცდება წინასაარჩევნო დღის წესრიგს. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მიწებზე, არავის არ დავუთმობთ ამ მიწას, მაგრამ ამის გაკეთებას სჭირდება საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები და არა ისეთი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. მე ამ პროკურატურის არ მჯერა, ეს პროკურატურა არის არის პოლიტიკურად მოტივირებული, ჩემს თავზე მაქვს ეს გამოცდილი, არანაირი კავშირი ჩვენ პროკურატურას სიმართლესთან არ აქვს. შესაბამისად მე ამ პროკურატურას არ ვენდობი. ახლა მიდის ემოციებზე მუშაობა, რომ ამ წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ ეს სათავისოდ გამოიყენოს. ერთადერთი გამოსავალი ამ მთავრობის გასტუმრებაა და ჩვენ ამ თემას გადავწყვეტთ ცივილურად, არც ერთი გოჯი მიწა არ იქნება სხვასთან წასული, მაგრამ ამას გავაკეთებთ წყნარად, ურთიერთმეზობლობით და ასე ვთქვათ, ძმობაზე დაყრდნობით და არა ისე, როგორც ისინი აღვივებენ ამ თემას. უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი. არა მარტო უდაბნოს მონასტერი, არამედ უამრავი რამ, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების საზღვრებში არ შედის“, – განაცხადა ხაზარაძემ.