მამუკა ხაზარაძე - საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებასა და თავისულების დაკარგვაშია, ქვეყანა გადასარჩენია
საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებასა და თავისულების დაკარგვაშია, ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს.
„ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია. აქ საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, აქ საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაში, თავისულების დაკარგვაში, არჩევნების გაყალბებაში, ანაკლიის პროექტის პროექტის ჩაშლაში, სიღატაკესა და უმუშევრობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში, ქვეყნის საერთაშორისო, დემოკრატიული და ცივილური სამყაროს რუკიდან გაქრობაშია. ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე, ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.