მამუკა ხაზარაძე - საქართველოში ჩაკეტილი წრე უნდა დავამთავროთ
მამუკა ხაზარაძე - საქართველოში ჩაკეტილი წრე უნდა დავამთავროთ

ხელვაჩაურში პარტია „ლელოს“ ოფისი გაიხსნა.

როგორც გახსნის ღონისძიებაზე პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ადგილობრივ ორგანიზაციას მერაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს.

„საქართველოში უნდა დავამთავროთ ჩაკეტილი წრე, უნდა დაიწყოს ახალი ცხოვრება, ძირეული რეფორმები, რაც ახალგაზრდებმა უნდა განახორციელონ უფროს თაობასთან ერთად. ქვეყანაში ჩამოყალიბდა ერთპიროვნული მმართველობა, მისაკუთრებული ხელისუფლება, პროკურატურა, სხვა უწყებები, „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ამომრჩეველი მეც ვიყავი, ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ის, რაც ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ გვაქ ზუსტი გეგმა, როგორ გავხადოთ ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდიანი უახლოეს წლებში, ეს გადაუჭრელი პრობლემები, რაც არსებობს ბათუმსა და აჭარაში უნდა დასრულდეს“, – მიმართა მამუკა ხაზარაძემ მხარდამჭერებს.

ხაზარაძემ მხარდამჭერებს განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ შეხვედრები უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.