მამუკა ხაზარაძე - საქართველოში დღეს 77 000 ბავშვი შიმშილობს
მამუკა ხაზარაძე - საქართველოში დღეს 77 000 ბავშვი შიმშილობს

საქართველოში დღეს 77 000 ბავშვი შიმშილობს, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობისა და გაუსაძლისი გარემოს პრობლემის მოგვარება „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო.

„ვაგრძელებთ ჩვენი ღია ოფისიდან ბრიფინგებს იმ ინტენსიური სასამართლო პროცესების გათვალისწინებით, რომელიც პრაქტიკულად არ გვიტოვებს დროს მუშაობის. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა არის საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობა და გაუსაძლისი გარემო, რაც შექმნილია უკვე წლების განმავლობაში და რა პრობლემაც ვერ გადაწყვიტა „ოცნების“ ხელისუფლებამ. საქართველოში დღეს არის 77 000 მოშიმ​შილე ბავშვი“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, ბავშვთა შიმშილი არის ერთ-ერთი უმწვავესი სოციალური პრობლემა საქართველოში. მისივე თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ წელში აღმოფხვრის ამ პრობლემას.

„უკვე მრავალი წელია, რაც ვისმენთ გაერო-ს დასკვნებს, რომ არის ბავშვთა შიმშილი, არაფერი იცვლება და ყოველი მეხუთე ქართველი ბავშვი იმყოფება შიმშილის მდგომარეობაში. ამას აქვს შემზარავი გრძელვადიანი ეფექტები არა მხოლოდ შიმშილის თვალსაზრით, არამედ განვითარების თვალსაზრისით. „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ წელში სრულად აღმოფხვრის ბავშვთა შიმშილიანობას შემდეგი ნაბიჯებით – სწრაფი ეკონომიკური სვლა და სამუშაო ადგილები“,- განაცხადა გეგელიამ.