მამუკა ხაზარაძე - რუსული მთავრობის გეგმები პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა, დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია, არ გაუვათ, რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ
რუსული მთავრობის გეგმები პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა, დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია, არ გაუვათ, რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ხაზარაძე გამოეხმაურა ეკონომიკის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, რომელიც გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.
„„რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!“ რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა. დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია – რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, „ჰეზბოლას“ გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა! მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ! არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.