მამუკა ხაზარაძე - როგორც კი მელიას საკითხი გადაწყდება, „ლელო“ შევა პარლამენტში
ვფიქრობ, რომ დღეს ყველას უნდა გადაედგა ნაბიჯი კომპრომისისკენ, თუმცა მესმის, როცა პარტიის ლიდერი არის ციხეში, რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება. როგორც კი მელიას საკითხი გადაწყდება, ჩვენ შევალთ პარლამენტში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი პრინციპები, რომელსაც პატივს სცემს.
„ეს არის ის ძირითადი და მაქსიმალური, რაც იქნა მიღწეული. ეს არის პირველი ნაბიჯი. კრიზისი ქვეყანაში მარტო პოლიტიკური არ არის, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, ჩვენ გვაქვს პანდემიის მართვის კრიზისი და გვაქვს უფუნქციოდ მყოფი საქართველოს მდგომარეობა. ამიტომ, შემდგომი ნაბიჯები იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ანტიკრიზისული გეგმა, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიცაა. „ნაციონალურ მოძრაობას„ აქვს თავისი პრინციპები, მე ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ რომ დღეს ყველას უნდა გადაედგა ნაბიჯი კომპრომისისკენ, თუმცა მესმის, როცა პარტიის ლიდერი არის ციხეში, რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება. როგორც კი მელიას საკითხი გადაწყდება, ჩვენ შევალთ პარლამენტში“, – განაცხადა ხაზარაძემ.