მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები, ახლა გადასაწყვეტია, როგორ მივიდეთ ამ არჩევნებამდე, მგონი, ყველა უნდა წავიდეთ კომპრომისზე
ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები. ახლა მგონი გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა მივიდეთ ამ რიგგარეშე არჩევნებამდე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„პლებისციტი არის ამ არჩევნებამდე, რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა. მგონი, ყველა უნდა წავიდეთ კომპრომისზე, რადგან ქვეყანას მეტი კომპრომისის საშუალება აღარ აქვს“,- განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, ოპოზიციის კომპრომისი რა არის, ხაზარაძე პასუხობს:
„ამაზე მეტი კომპრომისი არ არსებობს – ხალხს ვკითხოთ, თუ რა უნდათ მათ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.