მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ თავის პრემიერიანად თავი მოჭრა ჩვენს ქვეყანას
„ქართულმა ოცნებამ“ თავის პრემიერიანად თავი მოჭრა ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი გარო-ში გამოსვლის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ფუჭი სიტყვები, რომელსაც პრემიერი გაერო-ს ტრიბუნიდან აჟღერებს, პირდაპირ აცდენილია რეალობას, რაც ქვეყანაშია.
„აღარ ჩამოვთვლი იმ წარუმატებლობებს და იმ ნაბიჯებს, რომელსაც ახორციელებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირ ვიტყვი საწინააღმდეგოდ, ამიტომ მის გამოსვლას არანაირი ფასი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ფუჭი სიტყვები, რომელსაც პრემიერი გაერო-ს ტრიბუნიდან აჟღერებს, პირდაპირ აცდენილია რეალობას, რაც ქვეყანაშია, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის „ოცნების “ხელისუფლების ჩამოშორება ხელისუფლებიდან, მათი გასტუმრება მშვიდობიანად და გადასვლა ცივილურ მართვის ფორმაზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს გუშინ მიმართა.