მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
„ვისაუბრეთ მოძრაობა „ლელოს“ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე – ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის!“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.