მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვძლიერდებით, გვიტევენ და პირობას გაძლევთ, გამარჯვების გზაზე ვერავინ გაგვაჩერებს
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ლაშა ბაქრაძემ პოლიტიკური გაერთიანება დატოვა.
თუმცა, მისივე თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი თავად მას უნდა ჰკითხონ.
ამასთან, ხაზარაძე ამბობს, რომ პროცესი გრძელდება და პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ გამარჯვების გზაზე ვერავინ გააჩერებს.
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ლაშამ დატოვა „ლელო“, ეს არის ძალიან დიდი მარათონი, ეს არის ბრძოლა. მე ლაშას პატივს ვცემ. ეს კითხვები ალბათ ლაშას უნდა დაუსვათ, კონკრეტულად რა იყო პარტიის დატოვების მიზეზი, მაგრამ პროცესი გრძელდება, ჩვენ ვძლიერდებით, ჩვენ გვიტევენ და ვერავინ გაგვაჩერებს ამ გამარჯვების გზაზე, პირობას გძლევთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დატოვა.