მამუკა ხაზარაძე - ოცნებებისა და ბოლის გამოშვების დრო უნდა დამთავრდეს, ქვეყანას სჭირდება პატიოსანი და რეალური საქმე
ოცნებებისა და ბოლის გამოშვების დრო უნდა დამთავრდეს, ქვეყანას სჭირდება პატიოსანი და რეალური საქმე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველ 10 დღეში საშუალოდ 500 ადამიანი გვიკვდება კოვიდის გამო!!! ვაქცინაციის პროცესი ნელა მიდის, საავადმყოფოები გადავსებულია! ქვეყანა ახალი ლოკდაუნის წინაშე დგას. საქსტატის მონაცემით, ქვეყანაში 22.1% უმუშევარია, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია.
სანამ საზოგადოება პასუხს არ მოსთხოვს ამ უუნარო მთავრობას თითოეული გარდაცვლილი მოქალაქის გამო, სანამ უმუშევრები ამ მდგომარეობას არ გააპროტესტებენ ისე, როგორც ეს სხვა ნორმალურ ქვეყნებში ხდება,
სანამ ყველა გადასახადის გადამხდელი არ გააპროტესტებს მილიარდობით აღებული ვალის უმიზნო და კორუფციულ ხარჯვას, მანამდე პრეტენზია ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე ნურავის ექნება.
ოცნებებისა და ბოლის გამოშვების დრო უნდა დამთავრდეს, ქვეყანას სჭირდება პატიოსანი და რეალური საქმე!“, – წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.