მამუკა ხაზარაძე - ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნისა და ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია
მამუკა ხაზარაძე - ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნისა და ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია

ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნისა და ეროვნულ ინტერესზე ყველა მეთოდი მისასალმებელია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტისას შეხვედრები ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში.

„ხანგრძლივი საუბარი მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში. არ ვარ ის ადამიანი, ვაშინგტონში ჩამოვიდე და ვთქვა, რომ, აი, ეს რა ცუდი ადამიანია. ჩვენზე უკეთესად იციან ანალიტიკა და ვინ როგორ მტრობს საქართველოს. ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნის ინტერესსა და ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია. აქ საუბარია ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, ჩვენ არ გვქონია განხილვა, მაგრამ, ზოგადად, წინადადებებს შორის ორივე მხარე მივხვდით, რაზე და ვისზეა საუბარი. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიდის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან, რადგან მსხვილი ბიზნესი, რომელიც მსგავს რამეს აკეთებს, მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. ეს არის სამწუხარო რეალობა. ამ ვერტიკალისგან უნდა დავიხსნათ ის ბიზნესები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ მოქმედებენ და, უბრალოდ, გზა არ აქვთ, ამ ვერტიკალთან დაალაგონ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.