მამუკა ხაზარაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ეკისრება
მამუკა ხაზარაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ეკისრება

ახლა ყველაზე მთავარი პრეზიდენტის ჯანმრთელობაა. მის ჯანმრთელობაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს.

„ის საკითხი, რაც სახალხო დამცველმა განაცხადა, უნდა იყოს გადაწყვეტილი მაღალი პასუხისმგებლობის დონეზე. ჩვენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მოვისმინეთ. იმის შემდეგ სხვა პოზიცია არ მოგვისმენია. ასეთ საკითხებში ბუნებრივია პრეზიდენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ მინდა ვინმეს მაგივრად ვისაუბრო, მით უმეტეს პრეზიდენტის მაგივრად. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ დიპლომატების გამოხმაურებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.