მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ შექმნა სწორედ მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას ეფუძნებოდა
მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ შექმნა სწორედ მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას ეფუძნებოდა

„ლელოს“ შექმნა სწორედ მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას ეფუძნებოდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როცა საუბარია მესამე პოლიტიკურ ცენტრზე, საჭიროა იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ მყარი პრინციპები, ღირებულებები და ნათელი წარმოდგენა, როგორ გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან.

„ჩვენი „ლელოს“ შექმნა სწორედ მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას ეფუძნებოდა. ჩვენ ამიტომ შევიქმენით, უბრალოდ დრო გვქონდა ძალიან ცოტა. ამ მშნებლობას ვაგრძლებეთ. როცა საუბარია მესამე პოლიტიკურ ცენტრზე, პირველ რიგში, საჭიროა იმ ადამიანების გაერთიანება, რომელთაც აქვთ მყარი პრინციპები, ღირებულებები და აქვთ ნათელი წარმოდგენა, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. ეს ჩვენი პარტიის შიგნით ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული. ჩვენ როგორც არასდროს, ძალიან სწრაფად ვიზრდებით. არჩევნების მერე მე მგონი უფრო კარგად გაგვიცნო ჩვენმა ამომრჩეველმა, პრინციპულობისა და მიზანდასახულობის ხარჯზე. ამიტომ ჩვენ ვეპატიჟებით ყველას, ვინც ჩვენს პრინციპებს, ჩვენს ღირებულებებსა და საქართველოს რეკონსტრუქციის „მარშალის გეგმას“ გაითავისებს. მზად ვართ, მივიღოთ მათი წინადადებები და შესაბამისად, ვაგრძელებთ ამ პროცესს“, – განაცხადა ხაზარაძემ.