ხელისუფლებამ თავი მოგვჭრა მთელ მსოფლიოში, როგორც მატყუარა ხელისუფლებამ. როცა ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, არ შეიძლება მოპირდაპირე მხარე დაიჭირო, რადგან პრაქტიკულად ამით შენ შლი მოლაპარაკებას, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ხელისუფლებამ ბოლო რვა წლის განმავლობაში საზოგადოებას ვერ დაამახსოვრა თავი რაიმე წარმატებული პროექტით და საინტერესოა, რაში სჭირდებათ მომავალ არჩევნებში გამარჯვება.
„უნდა გვითხრან, რა გააკეთეს რვა წლის განმავლობაში და რატომ უნდა იყვნენ ისინი მომავალში ხელისუფლებაში წარმოდგენილები. ეს არის დამარცხებული პარტია, ეს არის დამარცხებული იდეოლოგია, ეს არის გაკოტრებული პარტია და გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდა, დაახლოებით ამ პროცესში არიან. საქართველო, როგორც ქვეყანა, ასეთ მდგომარეობაში და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან არ ყოფილა ამხელა კრიტიკის ქარცეცხლში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.