მამუკა ხაზარაძე - ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან, ვისაც ქვეყანაში ფული ჩაადებინა
მამუკა ხაზარაძე - ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან, ვისაც ქვეყანაში ფული ჩაადებინა

ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან, ვისაც ამ ქვეყანაში ფული ჩაადებინა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტის ინვესტორების სიას აქვეყნებს და ამბობს, რომ აღნიშნულ ინვესტორებს უწოდა გიორგი გახარიამ უხარისხო ინვესტორები.

„ანაკლიის პორტის ინვესტორები!!

– ამერიკული Conti Group

– ამერიკული SSA Marine

– ჰოლანდიური Van Oord

– ბრიტანეთში რეგისტრირებული Wondernet Express LLP (შუააზიური ბიზნესი)

– ბულგარეთში რეგისტრირებული G Star

– ჰოლანდიელი კერძო ინვესტორი ბობ მეიერი

TBC ჰოლდინგი – საქართველო

EBRD ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი

OPIC აშშ-ის საინვესტიციო ბანკი

ADB აზიის განვითარების ბანკი

AIIB აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი.

ინვესტირებული 75 მლ აშშ დოლარი, 400 მლნ საკრედიტო ხაზი!

ამათ დღეს გახარიამ უხარისხო ინვესტორები უწოდა. ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან, ვისაც ამ ქვეყანაში ფული ჩაადებინა, როგორც ეკონომიკის ან თუნდაც პრემიერ-მინისტრმა.

P.S. სია თუ არა ერთი ინვესტიცია დაასახელოს…“, – წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.