მამუკა ხაზარაძე - „გირჩს“ ერთხელ ვურჩიე, რაღაცების მოწევის ნაცვლად, საფერავი დალიონ, გაიარეთ, რა, თუ ძმები ხართ, ვის რაში სჭირდებით
მამუკა ხაზარაძე - „გირჩს“ ერთხელ ვურჩიე, რაღაცების მოწევის ნაცვლად, საფერავი დალიონ, გაიარეთ, რა, თუ ძმები ხართ, ვის რაში სჭირდებით

პოლიტიკური კლასი ჩამოსაყალიბებელია, რადგან ნათელია, რომ ფსევდოოპოზიციონერები თამაშობენ „ქართული ოცნების“ თამაშს“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ვის გულისხმობდა ფსევდოოპოზიციონერებში, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა:

„ამნისტიის კანონი ვინც შემოიტანა, „გირჩი“. ერთი მხრივ, „ოცნება“ გვირტყამს, მეორე მხრივ, სინქრონში „გირჩი“, რომელსაც ერთხელ ვურჩიე, რაღაცების მოწევას, საფერავი დალიონ, გაკრეჭილები დადიან. შეეშვით ასეთ რაღაცებს, ბანერების გამოდებას. ვითომ თქვენი მოფიქრებულია ამნისტიის კანონი. ეს არის ხალხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებდა, მთელი ქვეყანა მარიხუანას პლანტაციად უნდა გადაექციათ. დაგვავიწყდა ეს ყველაფერი? ეს არის ხალხი, რომელმაც ქართველ ახალგაზრდებს უთხრა, რელიგია შეიცვალე და ჯარში არ წახვიდეო. მე არ ვამბობ, რომ კარგი ჯარი გვაქვს, მთლიანად შესაცვლელია ჩვენი საჯარო სისტემა, მაგრამ ამის გამო ახალგაზრდას უთხრა, რწმენაზე უარი თქვი და ჯარისგან გაგათავისუფლებო, ეს არის პოლიტიკური პარტია? ახლა გამოდიან და ჩვენ ვითომ რაღაცებს გვირტყამენ, გაიარეთ, რა, თუ ძმები ხართ, კარგად იყავით, ვის რაში სჭირდებით? ვის რაში სჭირდება ასეთი პოლიტიკა? ზღვარს როცა გადადიან და თან ამას არასერიოზული სახით აკეთებენ, ვურჩევ, სხვა რამეებს შეეშვან, საფერავი არის კარგი დასალევი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.