მამუკა ხაზარაძე - დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობა აუცილებელია
მამუკა ხაზარაძე - დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობა აუცილებელია

„ლელოს საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ხაზარაძე წერს, დოკუმენტის საბოლოოდ შესათანხმებლად და ხელმოსაწერად მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში კრისტიან დანიელსონის მონაწილეობა აუცილებელია.

„ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს.

შეგახსენებთ, ხუთი პუნქტიდან 3-ს ოპოზიცია იქვე, მოლაპარაკების დროს დაეთანხმა. დარჩენილ ორ პუნქტთან დაკავშირებით – პოლიტპატიმრები და ვადამდელი არჩევნები, იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმულაზე, რომელიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ დასრულდა.

ამიტომ, დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბატონ დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.

ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს.

შეგახსენებთ,…

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on პარასკევი, 16 აპრილი, 2021