მამუკა ხაზარაძე - დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა, უმოქმედობა დაუშვებელია, არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, წაართვას ჩვენს შვილებს მომავალი
დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, წარდგენილი კანონპროექტი არის განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპა არ სჭირდება.
„ეს რუსული კანონი „კუდიანებზე“ ნადირობას ჰგავს. ეს არის პირდაპირი განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპა არ სჭირდება და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ ხალხს წაართვას ეს ისტორიული შესაძლებლობა. დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა! უმოქმედობა დაუშვებელია, არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, წაართვას ჩვენს შვილებს მომავალი“, – აცხადებს ხაზარაძე.