მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია პრეზიდენტის სასახლეში მორიგ შეხვედრას მართავენ
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ორბელიანების სასახლეში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
მანამდე გახარიამ და ხაზარაძემ ერთ-ერთ კაფეში კიდევ ერთი პირისპირ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ პარტიების გაერთიანებაზე კონსულტაციები გაგრძელდებოდა და ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის.
სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს 16 სექტემბერს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია.