მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვერაფერს დავთმობთ, ორი დღის წესრიგი არასდროს გვქონია
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვერაფერს დავთმობთ, ორი დღის წესრიგი არასდროს გვქონია

ჩვენ ვერაფერს დავთმობთ, ორი დღის წესრიგი არ გვქონია, რასაც ვამბობთ თქვენ წინ, იგივეს ვიმეორებთ შეხვედრის მაგიდასთან, ეს არის პოლიტპატიმრების თემა, რიგგარეშე არჩევნები და უამრავი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ინტიტუციონალურ განვითარებას, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ხაზარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ეს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნების გამო ხდება, თუ პოლიტპატიმრების? რას ვერ დათმობთ თქვენ?“.

„ჩვენ ვერაფერს ვერ დავთმობთ, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მედიასთან და საზოგადოებასთან ძალიან ღია ვართ, არასდროს ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ორი დღის წესრიგი არ გვქონია, რასაც ვამბობთ თქვენ წინ, ზუსტად იგივეს ვამბობთ შეხვედრის მაგიდასთან. ეს არის პოლიტპატიმრების თემა, რიგგარეშე არჩევნები და უამრავი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ინტიტუციონალურ განვითარებას. ამიტომ აქ დათმობა-არ დათმობაზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია, როდის შევთანხმდებით. მე მესმის, რომ ნერვების ბრძოლაა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ აღქმული აქვს, რომ უნდა მოერიოს მეორე მხარეს, მაგრამ ავიწყდება, აქ მოგება-წაგებაზე არ არის ლაპარაკი, საუბარია ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაზე და ვფიქრობ, რომ შეთანხმება საბოლოო ჯანში ჩვენი ქვეყნისთვის იქნება წარმატება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.